მარტი, 2021წ
ენერგოუსაფრთხოება და ენერგეტიკული პოლიტიკა მწვავე და აქტუალური საკითხია თანამედროვე მსოფლიოში. მსოფლიო მოსახლეობის ზრდის გამო იზრდება ენერგორესურსებზე მოთხოვნა. ეს მოცემულობა ერთის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, მეორეს მხრივ კი აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის ენერგომომხმარებელი ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას. თანამედროვე მსოფლიოში რიგი ენერგორესურსების მწარმოებელი ქვეყნები რესურსს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებენ.
შავი ზღვის რეგიონი ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს წარმოადგენს. რეგიონის, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლი აქტუალურია სახელმწიფოთა პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომელშიც ერთმანეთს სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესები უპირისპირდება. შავი ზღვის აუზში მიმდინარე ენერგორესურსების საკითხები ნათელი ილუსტრაციაა მსოფლიო პოლიტიკური პროცესების, სადაც გლობალურ აქტორთა განსხვავებული შეხედულებებია წარმოდგენილი.
სტატიაში განხილული იქნება რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები, რომელიც ენერგორესურსების ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და პოტენციური დაპირისპირების არეალად აქცევს რეგიონს.