ჩვენი ცენტრის მეცნიერ-მკვლევარს ირაკლი გაბელიას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა, მოგვიანებით კი წარმატებით დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და დაიცვა დისერტაცია თემაზე “ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში”(NATO – Black Sea Region Strategy in the Context of Regional Security).
ირაკლი გაბელია 2019-2023 წლებში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მისი სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდებაა “შავი ზღვის უსაფრთხოება თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში”. დისერტაცია ეხება შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლო დაპირისპირების სცენარების თავიდან აცილების შემუშავების მექანიზმებს. ამის გარდა, ნაშრომში განხილულია დაპირისპირებულ მხარეთა გეოპოლიტიკური ინტერესები და ამ ანტაგონიზმის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც ხშირად არადინამიურობითა და ცვალებადობით ხასიათდება. ნაშრომი აანალიზებს შავი ზღვის რეგიონის ისტორიულ პერიპეტიებს და ისტორიული კვლევის მეთოდით სიღრმისეულად შეისწავლის ისტორიულ კონტექსტსა და დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესებს. ასევე, ნაშრომში წარმოდგენილი იქნება რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის ახლებური ხედვები და დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტაბილიზაციაში.