ჩვენ შესახებ

დაწვრილებით

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წელს თბილისში დაარსდა.

ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა; შედეგად მიღებული მასალების ანალიზი, გავრცელება და მათი გამოყენებით გლობალური პროცესების პროგნოზირება. 

ცენტრის ძირითადი მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს, როგორც საერთაშორისო (გლობალური), ასევე ეროვნული (ლოკალური) მნიშვნელობის ყველაზე რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების აკადემიურად გადაჭრაში.

ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი განახორციელებს ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს, ორგანიზებას გაუწევს სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს; ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში.

ჩვენი გუნდი

გამოიწერეთ სიახლეები