ივლისი, 2023წ
ნაშრომში - „ჩინური სახელმწიფოებრივი იდენტობა და მისი ადგილი საერთაშორისო სისტემაში“ - გამოკვლეულია ჩინელი ერის სახელმწიფოებრივი იდენტობის მახასიათებლები და ამ იდენტობით განსაზღვრული ხედვა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი. ჩინეთის ხარისხობრივად ახალ დონეზე განხილვის მიზნით, ნაშრომში შესწავლილია ჩინური ფილოსოფიის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ხილული და უხილავი ასპექტები.