ბლოგი

იოჰან გალტუნგი

საერთაშორისო ურთიერთობები
იოჰან გალტუნგი

14 ოქტომბერი, 2021

XXI საუკუნის დადგომასთან ერთად გლობალური კრიზისების სიხშირემ სულ უფრო და უფრო იმატა. ჯერ იყო 11 სექტემბრის ტერაქტი, რაც გლობალურად კოლექტიური ფსიქოლოგიური ტერორის დასაწყისი გახდა, შემდეგ 2007-08 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი თანმდევი სოციო-ეკონომიკური შოკითა და ხანგრძლივი რეცესიით. ეკონომიკური კრიზისიდან რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული მრავალ ქვეყანას, როდესაც მსოფლიოს თავს კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია დაატყდა, რასთანაც გამკლავება კაცობრიობისთვის მორიგი რთული გამოცდა და გამოწვევაა. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურმა კატაკლიზმებმა პერმანენტული ხასიათი შეიძინა და კრიზისულ ციკლებს შორის ხანგრძლივობა სულ უფრო და უფრო შემცირდა, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მსოფლიოში მშვიდობის ისეთი ინკლუზიური მოდელის შემუშავება, რომელიც მეცნიერულ აზრს დაეფუძნება. ამ გზაზე მდგარ მკვლევართა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ნორვეგიელ სოციოლოგს - იოჰან გალტუნგს.

შთამბეჭდავია, გალტუნგის როგორც თეორიული და კონცეპტუალური მიღწევები, ასევე კონფლიქტების რეზოლუციაში პრაქტიკული გამოცდილება. ის ჩართული იყო ასზე მეტ საერთაშორისო კონფლიქტის მედიაციაში; მისი წყალობით არაერთი კონფლიქტის პრევენცია და დაძაბულობის განმუხტვა მოხერხდა, რის შედეგადაც უამრავი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. მან ჩამოაყალიბა მეცნიერების ახალი დისციპლინა, რომელიც დღეისთვის “მშვიდობის კვლევებითაა” ცნობილი. მისი თეორია ძირითადად გადმოცემულია 1971 წლის ნაშრომში “იმპერიალიზმის სტრუქტურული თეორია”, რითაც ის მსოფლიო სისტემის ახლებურ ანალიზს გვთავაზობს.

გამოიწერეთ სიახლეები