სტატიები

მაისი, 2021წ

ვარდების რევოლუცია, როგორც პირველი რესპუბლიკის გამოცდილებისგან წყალგამყოფი

ავტორი:   ლუკა ეხვაია

საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 2003 წლის ვარდების რევულოციას. მთელი რიგი მიზეზებისდა გამო ეს წელი სრულიად მართებულად მოიხსენიება, როგორც გარდამტეხი მომენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რევოლუციის სათავეში მოქცეულმა ახალგაზრდა პროდასავალურმა გუნდმა (‘პროდასავლურობაში’ ვგულისხმობთ დასავლელი პარტნიორებისგან მომდინარე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის ხარისხს და მათთან მჭიდრო კავშირებს) ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ძალაუფლების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური რეფორმაცია უკლებლივ ყველა მიმართულებით. მმართველი გუნდი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდნენ საზოგადოებაში მიმდინარე ძირეული გარდაქმნების არქიტექტორები.

პროცესების ეს საყოველთაო აქსელერაცია ლიბერტარიანული იდეოლოგიის ეგიდით მიმდინარეობდა, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე - იქნებოდა ეს კულტურული, მენტალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განოზმილება - ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას და საბოლოოდ ამ ტრანსფორმაციების სერიის ახალი ადამიანის ტიპის ფორმირებით დაგვირგვინებას გულისხმობდა. ახალი ადამიანის ტიპში მოიაზრებოდა ადამიანი, რომელიც სტერილური იქნებოდა ყოველგვარი საბჭოთა გამოცდილებისგან და მთლიანად გაჟღენთილი იქნებოდა დასავლური ღირებულებებით.

ის დიდი ლიბერტარიანული პროექტი, რომლის იდეოლოგიური ლოკომოტივი ენმ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი კახა ბენდუქიძე გახლდათ, გულისხმობდა აქამდე არსებული კულტურული და ისტორიული გამოცდილების ნიველირებას და დასავლური ყაიდის საზოგადოების შექმნას. ამ პოლიტიკური გრანდ პროექტის კვალდაკვალ, რომელიც ხშირად “სინგაპურიზაციის” სახელით მოიხსენიებოდა, საქართველო ეკონომიკური და კულტურული ექსპერიმენტების ლაბორატორიად იქცა. ხოლო ის კულტურული და პოლიტიკური სახის რელიქტები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის გამოცდილების შედეგად იყო დალექილი კატეგორიულად უგულვებელყოფილ იქნა. სწორედ ამიტომ ვარდების რევოლუცია შეგვიძლია მივიჩნიოთ წყალგამყოფად, რომელმაც წითელი ხაზი გაავლო აქამდე არსებული ისტორიულ გამოცდილებასა და ლიბერტარინიზმის საფუძვლებზე შექმნილ პოლიტიკურ რეჟიმს შორის.

ნაშრომში განხილული იქნება ვარდების რევოლუციისა და თანმდევი სინგაპურიზაციის პროექტის მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს აქამდე არსებული გამოცდილებისგან სრულიად დისტანცირებული იდეოლოგიური პროექტის, რომელიც “დესოვიეტიზაციის” სახელით დაუპირისპირდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძველში არსებულ პრინციპებს და მის მემკვიდრეობას. შემდეგ კი გაანალიზებული იქნება ის უმთავრესი მიზეზები, რატომ ჩაიშალა ლიბერტარიანული გრანდ პროექტი, ხოლო ნაშრომის ბოლოს ახსნილი იქნება რატომ იყო სინგაპურიზაციის პროექტი ლოკალურ კონტექსტთან და კულტურულ გარემოსთან შეუთავსებელი.

 

თეზისების კრებული იხილეთ ბმულზე.

 

გამოიწერეთ სიახლეები