სექტემბერი, 2023წ
სადისერტაციო ნაშრომი სახელწოდებით „შავი ზღვის უსაფრთხოება თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“ შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციასა და სამომავლო პერსპექტივების წარმოჩენას ეძღვნება. ნაშრომი მიმოიხილავს შექმნილი კონიუნქტურის სტაბილიზაციის მექანიზმებს და კონფრონტაციული სცენარების თავიდან აცილების გზებს.