სტატიები

დეკემბერი, 2022წ

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ანალიზი და სამომავლო პერსპექტივები

თანამედროვე პერიოდში მომხდარი ძლიერი პოლიტიკური ძვრების მიუხედავად, ევროკავშირი კვლავაც ერთ-ერთ ძლიერ აქტორად ფიქსირდება საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, მისი პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. რუსეთ-უკრაინის 2022 წლის კონფლიქტის პარალელურად მიმდინარე პროცესებმა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური რყევები გამოიწვია კონტინენტზე. სანქციებმა, რომელიც ევროპული გაერთიანების მხრიდან დაუწესდა აგრესორ სახელმწიფოს, ასახვა ადგილობრივ დონეზეც ჰპოვა, რაც პირდაპირპროპორციულად ევროკავშირის ოფიციალურ ვალუტასაც შეეხო. შესაბამისად, გაჩნდა რეალური შიში და საფრთხე იმისა, რომ კვლავ 2008 წლის მსგავსად, რეცესიულმა მოვლენებმა იჩინოს თავი, რაც როგორც წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებზეც უდიდეს გავლენას მოახდენს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია სიღრმისეულად მიმოვიხილოთ ევროკავშირის ურთიერთობები და დამოკიდებულება საქართველოსა და ზოგადად რეგიონის სახელმწიფოებთან პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტებში. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ორმხრივ ანალიზი და განვითარების შესაძლო პერსპექტივები, რომელიც ასევე კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

კვლევის ფარგლებში თვისებრივი მეთოდებით, კერძოდ, case study-თა და შინაარსობრივი ანალიზით წარმოჩინდა რეგიონში არსებული სიტუაცია, რომლისთვისაც ჩატარდა სხვადასხვა ტიპის პირველადი და მეორეული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, აღნიშნულის საფუძველზე კი შემუშავდა დასკვნა, რაც სრულ შესაბამისობაშია ნაშრომის მიზანთან.

გამოიწერეთ სიახლეები