დისერტაციები

აპრილი, 2023წ

პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები

ნაშრომში ვრცლადაა განხილული პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორია: სამოქალაქო ომი, ვარდების რევოლუცია, რევოლუციის შემდგომი პერიოდი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი თანმდევი პროცესები. ასევე, გაანალიზებულია ამ მოვლენების გასწვრივ, როგორ იცვლებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და როგორი იყო ტრანსფორმაციის დინამიკა. საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი მოვლენებისა და პროცესების განხილვის პარალელურად, ნაშრომში გამოკვეთილია ის პრობლემები და წინაღობები, რომლებსაც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შეეჩეხა. ამასთან, ნაშრომში იდენტიფიცირებულია აღნიშნულ პრობლემათა გამომწვევი მიზეზები და განხილულია მათი მოგვარების ალტერნატიული გზები. ალტერნატივებს შორის მოხმობილია ახალი მეცნიერული თეორია “კვანტურ-რელატივისტური ნოოლოგია” (შემდგომში “ნოოლოგია”), რომელიც ერთა თვისობრივ ტიპთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობასა და მათ საერთაშორისო პოლიტიკაში საკუთარი თვისებრივი ტიპის შესაბამისი ფუნქციებით ჩართვის შესაძლებლობას მოიცავს.

გამოიწერეთ სიახლეები