მაისი, 2024წ
ეს სტატია იკვლევს ომის ონტოლოგიურ ფესვებს. ერთის მხრივ, ის ამტკიცებს, რომ სამყაროს კონფლიქტური ბუნება არის ონტოლოგიური მუდმივა („ომი ფართო აზრით“ – the War), მაშინ როცა შეიარაღებული კონფლიქტები („ომი ვიწრო აზრით“ – a war) შეიძლება შემცირდეს ან სრულიად აღმოიფხვრას ჰუმანური პრაქტიკების დანერგვით და ინტერსუბიექტური მორალის ღრმა გაგებით. სტატია ეფუძნება ისეთ მოაზროვნეებს, როგორებიც არიან კანტი, ჰეგელი, ნიცშე, ბერდიაევი და დოსტოევსკი, და განიხილავს ომს არა მხოლოდ როგორც დესტრუქციულ ძალას, არამედ როგორც ტექნოლოგიური და მორალური პროგრესის მამოძრავებელ ფაქტორს. ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ომს ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს აკისრებს, ნაშრომი კრიტიკულად განიხილავს სავაჭრო თუ სხვა მშვიდობიანი გადაწყვეტილებების გათანაბრებას კონფლიქტის სრულ აღმოფხვრასთან. სტატიაში გადმოცემულია გლობალური თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთგაგების ახალი მიდგომა, ხაზგასმულია საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირების აუცილებლობა და თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის არაჰუმანური ტენდენციების უარყოფის მნიშვნელობა, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტები.