დისერტაციები

მაისი, 2023წ

ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა: გამოწვევები და პერსპექტივები

წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება ქურთული საკითხის კვლევას, კერძოდ კი ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეას და ქურთების წინაშე არსებულ გამოწვევებს ახლო აღმოსავლეთის ცალკეული ქვეყნებში, ასევე ქურთული საკითხის მოგვარების პერსპექტივებს. ნაშრომში გაანალიზებულია ქურთული საკითხის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური პოლიტიკის კონტექსტში. სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად შესწავლილია ქურთული პრობლემატიკის ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები, კერძოდ ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის ხარვეზები და ნაკლოვანებები, პოლიტიკური და სოციალური განვითარების ეტაპები, რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო მომენტები. ნაშრომში ასევე განხილულია გლობალური აქტორების პოზიციები ქურთულ პრობლემატიკას და ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეასთან დაკავშირებით.

გამოიწერეთ სიახლეები