თებერვალი, 2021წ
ცნობილია, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო საარჩევნო წელს ხდება მსოფლიოში, პირდაპირ ან ირიბად დიდ გავლენას ახდენს ამ არჩევნების შედეგებზე.
შესაბამისად, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოვიდ19-ის პანდემიამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. სტატიაში წარმოდგენილია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ანალიზი სწორედ კოვიდ19-ის პანდემიასთან და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აშშ-სა თუ დანარჩენ მსოფლიოში (ამ მოვლენებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მოძრაობა „Black Lives Matter“).
ზემოხსენებულთან დაკავშირებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა ქართველმა მეცნიერმა თავის ნაშრომებში რამდენიმე წლით ადრე გააკეთა აშშ-ში დღეს მიმდინარე პროცესების პროგნოზირება. ჩემ ნაშრომში მოცემულია ამ პროგნოზის რეპრეზენტაცია და ანალიზი.
მეორე მხრივ, აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ აშკარა გახდა, რომ ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებზე დიდ გავლენას ახდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. მაგალითისთვის, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები უკვე აღარც მალავენ, რომ ისინი იმედის თვალით შეჰყურებენ 2021 წლის 20 იანვრისთვის მოსალოდნელ საპრეზიდენტო ინაუგურაციას აშშ-ში და არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ახლად არჩეული პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერად მოგვევლინება, შეცვლის აშშ-ის ელჩს საქართველოში და ხელისუფლებას აიძულებს მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს ოპოზიციის სასარგებლოდ და ა.შ.
სტატიაში მოცემულია 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ანალიზი - რამდენად მოსალოდნელი იყო მიღებული შედეგები, რამ განაპირობა არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები და როდის/როგორ შეიძლება მოხდეს მისი განმუხტვა და სხვ.
სრული სტატია იხილეთ ბმულზე.