პროექტები

ნაწილისა და მთელის კატეგორიები ფილოსოფიაში და ახალი პარადიგმა

მიმდინარე პროექტები
ნაწილისა და მთელის კატეგორიები ფილოსოფიაში და ახალი პარადიგმა

საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებთან ერთად, ჩვენი ცენტრი მუშაობს ფილოსოფიური შინაარსის პრობლემებზეც. გამოსაქვეყნებლად მზადდება სტატია “ნაწილისა და მთელის კატეგორიები ფილოსოფიაში და ახალი პარადიგმა”, რომელიც ფილოსოფიის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემას, ნაწილისა და მთელის კატეგორიების ურთიერთმიმართებას ეთმობა. 

კვლევის ფარგლებში ავტორი განიხილავს იმ ფილოსოფიურ საკითხებს, რომლებიც ხსენებულ პრობლემატიკას უკავშირდება. ამ თემაზე ავტორი ფილოსოფიის ისტორიის საკვანძო წარმომადგენლების, პლატონის, არისტოტელეს, იმანუელ კანტისა და ფრიდრიხ ჰეგელის მოსაზრებებს გადმოგვცემს. სტატიის ბოლოს  ნაწილი-მთელის მიმართების საკითხი წარმოდგენილია ქართული სამეცნიერო სკოლის პროდუქტის, ციკლური ლოგიკის (ნოოლოგიურ სტიქიათა თეორიის) პერსპექტივიდან. 

ნოოლოგიურ სტიქიათა თეორიის ავტორის, ემზარ ხვიჩიას მთავარი სიახლე ნაწილი-მთელის ურთიერთმიმართების ორი ისტორიული პრინციპის ერთიანობაში განხილვა და ამ საფუძველზე "სრული სისტემის", “ნოოლოგიური სისრულის პირობის” განსაზღვრების შემოტანაა. სწორედ სრული სისტემების აღმწერ ორიგინალურ ლოგიკურ აპარატს ეწოდა "ციკლური ლოგიკა".

გამოიწერეთ სიახლეები