22 ოქტომბერი, 2021
წერილში “თამარ მეფე და რუსთაველი” ემზარ ხვიჩია საკუთარი მეცნიერული თეორიის, კვანტური რელატივისტური ნოოლოგიის პრიზმიდან მიმოიხილავს XII-XIII საუკუნეების საქართველოსა და მის მომცველ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებს. ავტორის აზრით “ვეფხიტყაოსანი” წარმოადგენს ამ მოვლენების მიმართ ქართველი ერის თავდაცვით რეაქციას.
თამარ მეფისა და რუსთაველის ეპოქა საქართველოს უმაღლესი კეთილდღეობის ხანად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ავტორის თქმით, ქართველი ერი სწორედ ამ პერიოდში იდგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომლის პირდაპირი გამოვლინება იყო ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა.
რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” სწორედ ზემოხსენებული საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ კონსტრუქციულ რეაქციად არის შეფასებული. ამასთანავე ავტორი თავისივე თეორიის გამოყენებით აჩვენებს ამ ნაწარმოების უდიდეს მნიშვნელობას ქართველი ერის განვითარებაში.
წერილი საინტერესო იქნება საქართველოს ისტორიით, ლიტერატურითა და კულტურით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერთათვის.