სტატიები

ოქტომბერი, 2021წ

პარტიული პოლიტიკის ფუნდამენტური პრობლემა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1991-2020 წლებში 300- მდე პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წლის სა- პარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55-მა, ქართველი ამომრჩევლების 62% ვერ ასახელებს პარტიას, რომელთა შეხედუ- ლებები მათთვის მისაღებია.

მხოლოდ ერთ მოცემულ მომენტში შეიძლებოდა ეს მაჩვენებელი მიგვეწერა შემთხვევითობისთვის, მაგრამ, როგორც კვლევები გვიჩ- ვენებს, ეს ტენდენცია 10 წელია გრძელდება. ამ პერიოდში 28-ჯერ ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვით, 23%-ზე ნაკლები შედეგი არ დაფიქსირებულა, ხოლო საშუალო მაჩვენებელი 43%-ია, ბოლო 4 წლის საშუალო მაჩვენებელი კი - 51%.

აღსანიშნავია, რომ სრულიად განსხვავებულია ვითარება აშშ-ში: იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ ემ- ხრობიან, 7-10%-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში ბოლო 30 წელიწადში 28 არჩევნები ჩატარდა. ეჭვ- გარეშეა, ეს სიხშირე სრულიად საკმარისია, რათა პარტიები ადაპ- ტირებულიყვნენ და თავიანთი საარჩევნო მესიჯები და პროგრამები საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისობაში მოეყვანათ.

ცალსახად შეიძლება ამ სიტუაციის ახსნა იმით, რომ ჩვენი პარტი- ები ფუნდამენტურად არ პასუხობენ ჩვენი საზოგადოების ინტერე- სებს.

სტატიაში განხილულია ზემოხსენებული ფუნდამენტური პრო- ბლემის არსი და მისი გადაწყვეტის გზები კვანტურ-რელატი- ვისტური ნოოლოგიის და ოპტიმალიზმის დოქტრინის გამოყენებით.


სრული სტატია იხილეთ ბმულზე

გამოიწერეთ სიახლეები