სტატიები

ივნისი, 2021წ

კორონავირუსის პანდემია და გეოპოლიტიკური გადატვირთვა: კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე

XXI საუკუნის მეორე დეკადის დასასრული ისეთი ყოვლისმომცველი და კრიზისული მოვლენით აღინიშნა, რომელიც დღესდღეობით თავისი გამანადგურებელი მოქმედებით მეორე მსოფლიო ომს თუ შეედრება. ე.წ. COVID-19-ის პანდემიამ მთელი პლანეტა მოიცვა და მსოფლიოს ყველა ქვეყანას თავისი დაღი დაასვა.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ვირუსის მასშტაბური ხასიათი პანდემიად იქნა გამოცხადებული, და მსოფლიო პანიკამ მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, თითქმის ყველა სახელმწიფომ ეს ინსტრუქციები ბუკვალურად გაიგო, რასაც მოჰყვა აქამდე უპრეცედენტო ზომების გატარება: სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვა, ქვეყნის შიგნით ყოველგვარი არასასიცოცხლო საჭიროებების მქონე ობიექტების დახურვა, მოქალაქეების კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვა.

პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე კამათი მიდის იმაზე, იყო თუ არა პანდემიის გამოცხადებისათვის საჭირო პროცედურული წესები დაცული და არსებობდა თუ არა პანდემიის გამოცხადების რეალური საჭიროება. კამათობენ აგრეთვე იმაზე, გამოაცხადა ჯანმომ პანდემია ოფიციალურად თუ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები გამოსცა. მაგრამ პანდემიით გამოწვეული მოცემულობა დაფიქსირდა, რამაც კორექტივები შეიტანა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.

ჩვენი წინამდებარე სტატიის მიზანია, ზოგადად მიმოიხილოს, რა გავლენა მოახდინა COVID-19-მა საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებზე და ასევე თვალი მიადევნოს იმ სიტუაციას, რაც დღეს ამ ყველასათვის ცნობილ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს.

სრული სტატია იხილეთ ბმულზე.

გამოიწერეთ სიახლეები