დეკემბერი, 2020წ
ისლამური ფუნდამენტალიზმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტერორიზმთან ასოცირდება საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევა. XX საუკუნის 70-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ რელიგიას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობებში და იგი სხვადასხვა ფორმით ახდენს გავლენას მსოფლიოში მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებზე.
ნაშრომში მიმოხილული და გაანალიზებული იქნება ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს შორის არსებული კორელაცია. ნაშრომში ყურადღება გამახვილდება სუნიტურ ისლამში ჰანბალიტური მაზჰაბის საფუძვლებზე ჩამოყალიბებულ ისლამური ფუნდამენტალიზმის საყოველთაოდ ცნობილ ფორმებზე, როგორებიცაა: ვაჰაბიზმი და სალაფიზმი. თემის ფარგლებში ვისაუბრებთ ჯიჰადის ადრეულ და თანამედროვე გაგებაზე. ასევე, ნაშრომში განვიხილავთ ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოსა და ბაათისტებს შორის არსებულ ალიანსზე.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში შევეცდებით შევაჯამოთ ისლამური ფუნდამენტალიზმისაგან და ტერორიზმისგან მომავალი საფრთხეები და გამოწვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
სრული სტატია იხილეთ ბმულზე.