თებერვალი, 2024წ
წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი - “გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისი და მისი დაძლევის პერსპექტივები” მიმოიხილავს საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთაც, გლობალური კონიუნქტურის პირობებში, კაცობრიობის ევოლუციურ გზაზე შეფერხება ან სულაც სავალალო შედეგებამდე მიყვანა შეუძლიათ გამოიწვიონ. ნაშრომის ფარგლებში აღწერილია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების განვითარების დინამიკა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით შეფასებულია სხვადასხვა გლობალური მოვლენები და პროცესები. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია შექმნილ გლობალურ და სისტემურ კრიზისზე, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.