პროექტები

შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური როლი და გამოწვევები თანამედროვეობაში

დასრულებული პროექტები
შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური როლი და გამოწვევები თანამედროვეობაში

უახლოეს მომავალში ჩვენი ცენტრის მეცნიერ-მკვლევრის ავტორობით პოლონურ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ANTE PORTAS - Security Studies (ISSN 2353-6306) დაიბეჭდება სტატია - Geopolitical Dimension and  Contemporary Challenges of Black Sea Region ("შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური როლი და გამოწვევები თანამედროვეობაში”).

ნაშრომში საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ მზარდ დაინტერესებაზე, რაც ამ უკანასკნელის გეოპოლიტიკური მდგომარეობითაა განპირობებული. შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ბევრად ზრდის ის ფაქტი, რომ ის სხვადასხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ინტერესთა კვეთის არეალშია.

შავი ზღვის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო რეგიონის მილიტარიზაციის მზარდი ტემპი შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ენერგეტიკული დერეფანი, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების სივრცე, სამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ზონას მოიცავს: ბალკანეთი, კავკასია და კასპიის ზღვის აუზი.

სტატიაში განხილულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მისი სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური აქტორებისთვის.

გამოიწერეთ სიახლეები