პროექტები

კონფერენცია - „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“

დასრულებული პროექტები
კონფერენცია - „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“

2022 წლის 2 მაისს, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“. კონფერენცია ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით. აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან ჩვენი კვლევითი ცენტრის მეცნიერ-მკვლევრები:

ირაკლი გაბელია - “შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონტაციული სივრცე”

მადლენ პაპოშვილი - “საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში”

ბუხუტი სიჭინავა - “ქურთების საკითხი თანამედროვე გლობალური პოლიტიკის კონტექსტში”

 

გამოიწერეთ სიახლეები