პროექტები

GAAS PolSci Conference 2022: Political Norms and Normative Politics? Development, Stagnation, Erosion

მიმდინარე პროექტები
GAAS PolSci Conference 2022: Political Norms and Normative Politics? Development, Stagnation, Erosion

ჩვენი კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი ლუკა ეხვაია და მეცნიერ-მკვლევარი აკაკი გოცირიძე მომხსენებლები იქნებიან ამერიკის კვლევების გერმანული ასოციაციის (GAAS) პოლიტიკური მეცნიერებებისადმი მიძღვნილი 2022 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 19-21 მაისს გერმანიის ქალაქ იენაში ჩატარდება. კონფერენცია წარიმართება იენის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, სადაც თავს მოიყრიან პოლიტიკური მეცნიერებების მკვლევრები, ისტორიკოსები და სოციოლოგები.

კონფერენციისთვის სულ 24 მომხსენებელი შეირჩა, მათგან 19 გერმანიიდან, ორი საქართველოდან, თითო მომხსენებელი ინდოეთიდან, ამერიკიდან და პოლონეთიდან. კონფერენციის თემაა “პოლიტიკური ნორმები და ნორმატიული პოლიტიკა? განვითარება, სტაგნაცია, ეროზია.”

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გამოიწერეთ სიახლეები