ჩვენი კვლევითი ცენტრი აქტიურად სწავლობს სხვადასხვა სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის საკითხებს. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება სტატია, რომელიც ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის პერიოდში (2021-2024წწ) ირანის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს მიმოიხილავს.
სტატიაში განხილული იქნება:
- ირანის რეგიონული პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ინიციატივის პერსპექტივები;
- ირანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ფიგურა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდის ბოლოდროინდელი მიღწევები;
- ირან-ჩინეთისა და ირან-რუსეთის ურთიერთობები;
- ირანის ბირთვული პროგრამის მომავალი;
- ცვალებადი გლობალური პოლიტიკა და ირანის ადგილი მსოფლიო წესრიგში.