Articles

May, 2017Y

Enemy identification

Author:  Luka Ekhvaia

ცენტრალური თეზისი, რასაც ტამასი გვთავაზობს მდგომარეობს იმაში, რომ დღეს აღმოსავლეთ ევროპა ის ადგილია, სადაც კაპიტალისტურმა უტოპიამ ხორცი შეისხა და განსხეულდა, ასეთი რადიკალური ფორმებით „თავისუფალი“ ბაზარი დასავლეთ ევროპაში არსად არ არსებობს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისუფალმა ბაზარმა აბსოლუტურ და დასრულებულ ფორმას მიაღწია. ასე რომ, პრემიერს ვერავინ შეედავება, იგი და მისი მთელი გუნდი ნამდვილად აშენებს „ღირსეულ“ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპები და უცხოელი ინვესტორის ინტერესები იმაზე მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეების სიცოცხლე და კეთილდღეობა. სადაც თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალიზმი პოლიტიკური ეკონომიკის მაქსიმაა. პრემიერის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის დახატვის მცდელობა, როგორც წარმატებული ტრანზიციული ქვეყნების ჯგუფისა, არის გაცილებით ყურადსაღები პრობლემა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. და ამავდროულად არის უფრო მსხვილი ნარატივის ნაწილი, რაც მდგომარეობს მთავრობის მხრიდან ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წარმოჩენაში, როგორც საყოველთაო პანაცეის. ეს ტრაფარეტული და დემაგოგიური დისკურსი, რომელიც „კოლონიალური რუსოფობიის“ ზედნაშენია, ნაციონალური მოძრაობის დროიდან მოყოლებული შეუპოვრად მკვიდრდება საჯარო სივრცეში და ახდენს ევროპის მითოლოგიზაციას. ევროპის შეურყვნელობის და უმანკოების მითმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დელირიუმის ხასიათი მიიღო და მნიშვნელოვანწილად შეავსო კოლონიალური რუსოფობიური დისკურსი. ნაციონალური მოძრაობის პირობებში ევროპასთან ინტეგრაცია პირველ რიგში გულისხმობდა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის თავისუფალ შემოდინებას, ამ კუთხით ყველანაირი რეგულაციის გაუქმებას და ინვესტორებისა თუ ტურისტების მოზიდვას. ევროკავშირი ისახებოდა, როგორც აღთქმული მიწა, რომელთანაც ინტეგრირების შემდეგ ლოკალური პრობლემები თავისთავად დალაგდებოდა. არავინ საუბრობდა და არავის ჰქონდა მხედველობაში თანამედროვე ევროპის მთავარი მონაპოვარი, რაც არის ე.წ. „სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მოდელი და მთელი ის სოციალური სიკეთეები, რომელიც მას თან ახლავს. ევროპაში შესვლა მოიაზრებოდა პროცესად, რის პირობებშიც საქართველო, როგორც რიგითი პერიფერიული კოლონია უნდა გადაკეთებულიყო პლაცდარმად უცხოური კორპორაციებისა და კაპიტალისთვის.

 

სრული სტატია იხილეთ ბმულზე:

European.ge
ResearchGate

 

გამოიწერეთ სიახლეები