Январь, 2021г
2020 წლის 10 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას გააჟღერა (სადაც იგი დაესწრო საზეიმო აღლუმს, რომელიც ყარაბაღის ომის შედეგების აღსანიშნად იმართებოდა) ინიციატივა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების მისამართით შეიქმნას "ექვსეულის პლატფორმა" რეგიონის 6 სახელმწიფოსაგან (აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში სომხეთი), რომლის საფუძველი მშვიდობის განმტკიცება და რეგიონის განვითარებისკენ სწრაფვა იქნება. თემაში განხილული იქნება ის სამომავალო პერსპექტივები, რომლის წინაშეც დგას რეგიონი და აღნიშნული „ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივით რას შეიძლება ველოდოთ მომავალში, აქვს თუ არა პერსპექტივები მსგავს ინიციატივებს და შესაძლებელია თუ არა რეგიონულ დონეზე ამგვარი ინიციატივების გატარება. აგრეთვე გაანალიზებული იქნება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესები, ინიციატივის რელევანტურობა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, თუ იგი უნდა შეფასდეს როგორც კონფრონტაციის კიდევ ერთ კერა მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში.