დავით ბარათაშვილის სადოქტორო დისერტაცია „სოციალური ქსელი და მათი გავლენა მოქალაქეთა პოლიტიკურ განწყობებზე“ იკვლევს ციფრული სამყაროს გავლენას სოციუმზე და სახელმწიფოზე. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ პრეცედენტებზე, თუ როგორ ცვლის სოციალური ქსელები და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები სამყაროს შესახებ წარმოდგენებს. ნაშრომში განხილულია მათი მზარდი გავლენა მოქალაქეებზე და ამ გავლენისაგან გამოწვეული შედეგები.
დისერტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრული ტექნოლოგიის იმ მახასიათებლებს, რაც განწყობის დონეზე დამოკიდებულებასა და მიჩვევას იწვევს, რის შედეგადაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის ფორმები, რეალობის აღქმები და მსოფლმხედველობა იცვლება. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების გავლენები სოციუმზე იზრდება, რასაც პოლიტიკური მოცემულობის ტრანსფორმაციაც სდევს თან, რადგან წინა პლანზე სოციალური ტექნოლოგიის მფლობელი კომპანიები გამოდიან.
ნაშრომში გაანალიზებული იქნება ციფრული ტექნოლოგიების როლი მოქალაქეთა კოლექტიური გონის განვითარებაში და კოლექტიური გონის ფილოგენეზში ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.