აკაკი გოცირიძე ჩვენი ცენტრის მეცნიერ-მკვლევარია. მას მაგისტრის ხარისხი გაერთიანებულ სამეფოს უესტმინსტერის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების განხრით მიენიჭა. მისი სამაგისტრო თემა “ევროპის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები: სამხრეთ-აღმოსავლეთ ენერგო კორიდორის პერსპექტივები” ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხს შეეხებოდა.
2020 წლიდან იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია, მისი სადისერტაციო თემის დასახელებაა: “დემოკრატიული მმართველობის მოდელები პოსტმოდერნულ მსოფლიოში”. კვლევის ფარგლებში იგი შეისწავლის, როგორც პოსტმოდერნულ ეპოქაში წარმოქმნილი დემოკრატიის განსხვავებულ მოდელებს, ასევე - ლიბერალური დემოკრატიის გლობალური ადაპტაციის პროცესს და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.