მაისი, 2022წ

შავი ზღვა, როგორც თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის კონფრონტაციული სივრცე

ავტორი:   ირაკლი გაბელია

ირაკლი გაბელია

 

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაშორების ტენდენცია, რაც მათ შორის ინტერესთა კონფლიქტში გამოიხატება.

კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები (რუსეთის ფედერაცია და უკრაინა) შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს განეკუთვნებიან, ამიტომ რეგიონი აქტიური დაკვირვების ობიექტია გლობალური მასშტაბით, რადგან მასში მიმდინარე არაკონტროლირებადი მოვლენები საფრთხის შემცველია მსოფლიოსთვისაც. შესაბამისად, შავი ზღვის გეოგრაფიული მდებარეობა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალურ მოთამაშეთა ინტერესის სფეროსაც განეკუთვნება. რეგიონში არსებული გარემო, რომელმაც უკანასკნელი დეკადის განმავლობაში უფრო მეტი არასტაბილურობა შეიძინა, შეშფოთების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. შესაბამისად ხშირია დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს აღნიშნული სიტუაცია, რათა მხარეებმა შეძლონ მოლაპარაკებებით თავიანთი ინტერესების გაცვლა. თუმცა არსებული მდგომარეობა სახელმწიფოთა უფრო დაშორებას გვპირდება, აღნიშნულის თავიდან აცილების გზების ძიება აქტიურად მიმდინარეობს როგორც პოლიტიკურ, ასევე აკადემიურ სფეროში.

 

სრული სტატია იხილეთ ბმულზე.

გამოიწერეთ სიახლეები