სტატიები

ივნისი, 2023წ

სახელმწიფოს ცნების ონტოლოგიური საფუძვლები

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, ხოლო მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით სამომავლოდაც მზარდი მაჩვენებლების შეინარჩუნებას უნდა ველოდოთ. ასევე განხილვის საგანია ის, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო, რაში მდგომარეობს მისი არსი და რა ფუნდამენტური მახასიათებლებით უნდა ხასიათდებოდეს იგი. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ცნების, როლის და ფუნქციების შესახებ მსჯელობას არაერთი მასალა და ნაშრომი მიეძღვნა, სადაც ისეთი დიდი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ: პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, მაკიაველი, ჰობსი და სხვები აქტიურად განიხილავდნენ სახელმწიფოს არსის ირგვლივ არსებულ ბუნდოვანებებს და მისეულ ხედვებსაც გვთავაზობენ. დღეისათვის რთულია უნიფიცირდეს სახელმწიფოს დეფინიცია, რადგან იგი ასოცირდება ისეთ ტერმინებთან როგორიცაა: საზოგადოება, მოსახლეობა, ქვეყანა და სხვა. თუმცა იურიდიულ ლიტერატურაში მისი განმარტება არ არსებობს, რაც მისი ფუნდამენტური და არსობრივი იდეის მნიშვნელობის დადგენას ართულებს. და მაინც, შესაძლებელია თუ არა მისი უნიფიცირება? რამდენად დაიყვანება იგი ერთ, კონკრეტულ დეფინიციამდე? და საერთოდ, რა მნიშვნელობის მატარებელია მისი ონტოლოგიური საფუძვლების განსაზღვრა? წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ამ მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ბუნდოვანების და ახალი მიდგომის წარმოჩენას, რომელიც სრულიად ახლებურად გადაიაზრებს სახელმწიფოს მნიშვნელობას და უშუალოდ კონცენტრირებულია მისი როლისა და ფუნქციის წარმოჩენაზე.

სრული სტატია იხილეთ ბმულზე

გამოიწერეთ სიახლეები