მაისი, 2022წ

ქურთების საკითხი თანამედროვე გლობალური პოლიტიკის კონტექსტში

ავტორი:   ბუხუტი სიჭინავა

 ბუხუტი სიჭინავა

 

ქურთები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქურთისტანის სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს ქურთები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოთხ სახელმწიფოში არიან წარმოდგენილნი და მრავალი წელია იბრძვიან ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ქურთების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში XIX საუკუნეში გააქტიურდა. იგი, ერთი მხრივ, განპირობებული იყო მსოფლიოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების დაწყებით, ხოლო, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ევროპული სახელმწიფოების ჩარევით, რის გამოც იგი გასცდა რეგიონული პოლიტიკის საზღვრებს და საერთაშორისო საკითხად გადაიქცა. საერთაშორისო დონეზე დეკლარირებული თვითგამორკვევის უფლებისა და ახლო აღმოსავლეთში სამანდატო სისტემის ამოქმედების მიუხედავად, ქურთებმა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მაინც ვერ მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა. პირველი ომის დასრულების შემდეგ ქურთები რეგიონის ოთხი სახელმწიფოს საზღვრებში გადანაწილდნენ და სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი მათ აქტიურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს ცალკეულ ქვეყნებში, რაც დღემდე დაუსრულებლად და უშედეგოდ მიმდინარეობს.

 

სრული სტატია იხილეთ ბმულზე.

 

გამოიწერეთ სიახლეები