დეკემბერი, 2021წ
აღნიშნული სტატია აანალიზებს სირიაში ქურთების ისტორიული და პოლიტიკური განვითარების ეტაპებს საფრანგეთის მანდატის პერიოდიდან დღემდე. ისტორიული და შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით აღნიშნულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებზე, რამაც გავლენა იქონია ქურთებზე. კვლევაში ქრონოლოგიურად არის განხილული და გაანალიზებული ისეთი საკითხები, როგორიც არის საფრანგეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ, სირიის დამოუკიდებლობის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ქურთების მდგომარეობა თანამედროვე სირიაში. სტატიაში ასევე წარმოჩენილია ელჰასაქის აღწერის შედეგები და „არაბული სარტყლის“ მნიშვნელობა. კვლევაში ასევე განხილულია ქურთული ძალის მნიშვნელობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კვლევის ფარგლებში შემოთავაზებულია ქურთული საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გამოსავალი.
სრული სტატია იხილეთ ბმულზე.