დეკემბერი, 2021წ
ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური პოლარიზაციისა და უთანხმოების ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში, აშშ-სა თუ დანარჩენ მსოფლიოში შეიმჩნევა, ძალიან მაღალია. პოლარიზაციის დონემ ბოლო წლებში მკვეთრად იმატა და ზრდის ტენდენცია კვლავაც ნარჩუნდება.
ჯერ კიდევ 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში ეს პროცესები პროგნოზირებული იყო ქართველი მეცნიერის, ემზარ ხვიჩიას მიერ. მან შეიმუშავა ახალი ინტერდისციპლინური თეორია, რომელსაც უწოდა “კვანტური რელატივისტური ნოოლოგია” (სხვაგვარად - “ნოოლოგია”).
სტატიაში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ მოახერხა ემზარ ხვიჩიამ ზემოხსენებული თეორიის შინაარსზე დაყრდნობით გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზი და პროგნოზირება. სტატიაში ასევე მიმოხილული იქნება, თუ რა პროგნოზებია გაკეთებული ახლო მომავლისთვის და რა მოქმედებებია საჭირო იმისათვის, რათა პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს და გლობალური თუ ლოკალური კონფლიქტების რისკები მინიმუმამდე დავიდეს.
კვანტური რელატივისტური ნოოლოგია - ეს არის დედუქციური მეთოდებით მიღებული თეორია, რომლის სისწორის დამტკიცება ხერხდება ისტორიული მოვლენების შეფასებით და მისი გამოყენებით გაკეთებული პროგნოზების სიზუსტით.
ნიშანდობლივია, რომ ნოოლოგია არ მოდის წინააღმდეგობაში სოციალურ მეცნიერებებში აღიარებულ არც ერთ თეორიასთან. პირიქით, ის გვთავაზობს ამ თეორიების გაგების, აღქმისა და დასაბუთების ახალ გზებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ნოოლოგიის შინაარსის გამოყენებით ემზარ ხვიჩიას მიერ შემუშავებულია "ოპტიმალიზმის დოქტრინა" - მსოფლიო წესრიგის ოპტიმიზაციის კონცეფცია.
სტატიაში განხილული იქნება, თუ რატომ ფიქრობს ნოოლოგიის ავტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ხვიჩია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირებით არის შესაძლებელი მის მიერ წლების წინ პროგნოზირებული და დღეს უკვე ფაქტად მიჩნეული პოლიტიკური პოლარიზაციის შერბილება და პროცესების კონსტრუქციული მიმართულებით შემობრუნება.