დეკემბერი, 2024წ
აღნიშნული სტატია მიმოიხილავს ანტიკოლონიური პოლიტიკის შედეგებს ირანში, რომელსაც XX საუკუნის 40-50-იან წლებში მოჰამედ მოსადეყი ედგა სათავეში. ბიოგრაფიული მეთოდის გამოყენებით შესწავლილია მოსადეყის მსოფლმხედველობის ის ძირითადი ასპექტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ირანული ნაციონალიზმის განსხვავებულ მიმართულებას. „მოსადეყიზმი“ და „მოსადეყის სინდრომი“, რომელიც მკვეთრად გამოხატულ ანტიკოლონიურ ნაციონალიზმს ეფუძნებოდა, მალევე გახდა ე. წ. „მესამე სამყაროს“ ლიდერებისთვის მამოტივირებელი ფაქტორი, რამაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა შექმნა. მეორეული წყაროების ანალიზის და ისტორიული კონტექსტის შესწავლის შედეგად წარმოვაჩინეთ ირანის მიერ სანავთობო კომპანიის ნაციონალიზაციის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ტენდენციები და შედეგები.