ივნისი, 2023წ
გლობალურ კრიზისზე დისკუსიის დროს სულ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად კრიზისის შინაარსი, მისი ხასიათი და გამომწვევი მიზეზები, კრიზისის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, მისი თავისებურებანი თანამედროვე სამყაროში და სამომავლო დინამიკა. კრიზისის არსში ჩაწვდომა დღევანდელობის არსში გარკვევის თანაბარმნიშვნელოვანია, ხოლო თანამედროვე ეპოქის წაკითხვა სხვა არაფერია, თუ არა გლობალური კაპიტალისტური სისტემის ანალიზი. სტატია მიზნად ისახავს “მსოფლიო-სისტემების თეორიის“ გამოყენებით პასუხი გასცეს კრიზისის ირგვლივ არსებულ ფუნდამენტურ კითხვებს - რის და რა სახის კრიზისს მოვიაზრებთ, როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ კრიზისზე? რა ახალი მახასიათებლები აქვს თანამედროვე კრიზისს, რითი გამოირჩევა იგი წინა კრიზისული ისტორიული მომენტებისგან? რამ გამოიწვია კრიზისისთვის ახალი ხასიათის შეძენა და მისი ბუნების ტრანსფორმაცია? გააჩნია თუ არა კრიზისს ციკლური ხასიათი? რა სიმპტომატიკით ხასიათდება მიმდინარე კრიზისი? რატომ დგება გლობალური სისტემა კრიზისის წინაშე და როგორ შეიძლება ჩიხური მდგომარეობიდან თავის დაღწევა?საერთოდაც, არის თუ არა თანამედროვე მსოფლიო კრიზისის მორევში მოქცეული და რითი საბუთდება დებულება, რომლის მიხედვითაც გლობალური სისტემა სტრუქტურულ კრიზისშია შესული? რა არის თანამედროვე კრიზისის მთავარი მდგენელი? საკვანძო სიტყვები: გლობალური კრიზისი, სიმპტომატიკა, მსოფლიო-სისტემების თეორია, კაპიტალიზმი, პაქს-ამერიკანა, ჰეგემონია, იმპერიალიზმი, მულტიპოლარული სამყარო, BRICS, აშშ, ჩინეთი.
სრული სტატია იხილეთ ბმულზე.